“ვფიქრობ, ქალბატონი ზურაბიშვილი პირველ ნაბიჯებს დგამს ასე თუ ისე პრეზიდენტის როლის განხორციელებაში”

ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი თინა ბოკუჩავა 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ამნისტიის კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის როლის თაობაზე საუბრობს.
"ვფიქრობ, რომ ქალბატონი ზურაბიშვილი პირველ ნაბიჯებს დგამს ასე თუ ისე პრეზიდენტის როლის განხორციელებაში, მათ შორის იმით, რომ ოპოზიციას ხვდება და საერთოდ ისმენს განსხვავებულ მოსაზრებას, რაც აქამდე არც ერთ ინსტიტუციას არ აინტერესებდა, მანაც დააფიქსირა თუ არ ვცდები მოსაზრება, რომ ეს ეწინააღმდეგება ამ დოკუმენტის სულისკვეთებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ გარკვეული მოდიფიცირების გაკეთება "ქართულ ოცნებას" მაინც მოუწევს. თუმცა, ამნისტიის კანონი, რა ფორმითაც არ უნდა მოხდეს მისი მოდიფიცირება, ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ტოლობის ნიშანს დასვამს, ასე ვთქვათ პოლიტპატიმარსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ძალადობდნენ საკუთარ მოქალაქეებზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" მიუღებელი იქნება და მხარს ვერ დავუჭერთ"-განაცხადა ბოკუჩავამ.
თაგები:





