Logo

“ვფიქრობ, სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ვაქცინაცია ან მისგან თავის შეკავება არ შეიძლება, იყოს სავალდებულო”

საზოგადოება
788
Frontnews image description

ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც დღეს სინოდი იმსჯელებს, სავარაუდოდ, კორონავირუსის ვაქცინაცია იქნება.

"არ ვიცი რა საკითხები იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, სავარაუდოდ, გვექნება ვაქცინაციაზე ლაპარაკი, მე ასე მგონია. დიდი იმედი მაქვს, ჩვენი სინოდი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომ ვაქცინაცია ან ვაქცინაციისგან თავის შეკავება არ შეიძლება იყოს სავალდებულო, ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გადაწყვეტთ ასე: ვინც გაიკეთებს ვაქცინაციას და ვინც არ გაიკეთებს, არც ერთს და არც მეორეს ჩვენ ზიარების უფლებას არ ჩამოვართმევთ.

პირადად მე რაც შემეხება, თუ ეს თქვენთვის ჟურნალისტებისთვის ან ვინმესთვის რაიმე ნუგეშის მომგვრელი იქნება, თქვენს წინაშე გავიკეთებ, არ მეშინია ვაქცინაციის გაკეთების. მაგრამ თუ ეს ჩემი გადასაწყვეტი იქნება, მე არ გავიკეთებთ რადგან არ მჭირდება არანაირი ვაქცინა ჩემი ორგანიზმის თავისებურებიდან გამომდინარე. ბავშვობის მერე მე ვაქცინა არ გამიკეთებია", – განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

წმინდა სინოდის სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც შეიძლება სინოდის სხდომაზე იმსჯელონ, მეუფე პეტრეს ეკლესიიდან განკვეთაა.

თაგები:

Advertisement