“ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, ესკალაცია და დაძაბულობა ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყანაში”


ავტორი
Front News საქართველო
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ "ღამის კურიერში" ნიკა მელიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ პირველი შეფასება გააკეთა.
"ვწუხვარ ამ გადაწყვეტილების გამო, ესკალაცია და დაძაბულობა მე ნამდვილად არ მინდა ამ ქვეყანაში. დღევანდელი დღე კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს იმას, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. ხელისუფლებაში უნდა იყვნენ პასუხისმგებლიანი ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ გათელავენ, სამართალს, კანონს, მართლმსაჯულებას ფეხქვეშ. არ დაიქვემდებარებენ და პოლიტიკურ იარაღად არ აქცევენ სამართალდამცავ უწყებებს", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატებმა მოსამართლის მიერ, განაჩენის წაკითხვის დასრულებამდე სასამართლო დარბაზი დატოვეს.
შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ გუშინ მიმართა, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი შეუჩერა. საგამოძიებო უწყება პატიმრობას ითხოვდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს