
ავტორი
Front News საქართველო
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი ლევან ხაბეიშვილი სალომე სამადაშვილს შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერისთვის აკრიტიკებს.
ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სამადაშვილმა თანაგუნდელებს ანგარიში არ გაუწია და მაშინ, როცა პარტიის თავმჯდომარე მძევლად ჰყავს ხელისუფლებას აყვანილი, ამ ფონზე შეთანხმების დოკუმენტს ხელი მაინც მოაწერა.
"ვფიქრობ, რომ მისი გადაწყვეტილება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციიდან, იმიტომ რომ მათ შორის, პოლიტიკურ საბჭოზე ეს გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული, რომ ჩვენ იქ ხელმოწერა უნდა დაგვეფიქსირებინა. მეტსაც გეტყვით, იმ პირობებში, როცა ჩვენი პარტიის თავმჯდომარე არის მძევლად აყვანილი, რაიმე დოკუმენტზე ხელის მოწერა, ვფიქრობ, რომ არც პოლიტიკურად და არც მორალურად გამართლებული არ არის, თუმცა ეს გადაწყვეტილება მიიღო ქალბატონმა სალომემ ინდივიდუალურად და ამის შემდეგ, რომ მან თავად დატოვა პარტია, ეს უკვე ლოგიკური და სწორია.
ის ჩვენი თანაგუნდელი და თანამებრძოლი იყო, ვწუხვარ, რომ მან ანგარიში არ გაუწია არც თანაგუნდელებს, არც ამომრჩეველს და არც იმას, რომ ჩვენი პარტიის თავმჯდომარე დღეს არის ტყვეობაში და ჩვენი უამრავი თანაგუნდელი იმყოფება პოლიტიკურ დევნაში", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს