“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას, მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს”


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: შემოქმედელი მიტროპოლიტი, მეუფე იოსები უკრაინის ეკლესიას ტომოსის მიღებას ულოცავს.
“ვულოცავ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ტომოსის გადაცემას და მიმაჩნია, რომ უკრაინა ღირსია, ავტოკეფალური ეკლესია იყვეს, რამეთუ იგი საუკუნეები იბრძოდა, მიეღო დამოუკიდებლობა და ავტოკეფალია. აგრეთვე, მათი სწრაფვა ქრისტიანულ მართლმადიდებლურ ერთობას კიდევ უფრო გააძლიერებს და უდიდეს ავტორიტეტს შესძენს“, – ნათქვამია მეუფე იოსების განცხადებაში, რომელსაც შემოქმედის ეპარქია “ფეისბუქის“ გვერდზე ავრცელებს.
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურ მიტროპოლიტ ეპიფანეს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსი მიმდინარე წლის 6 იანვარს გადასცა.
საქართველოს ეკლესიას აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიცია ამ დრომდე არ დაუფიქსირებია. უკრაინის საკითხზე მღვდელმთავრებმა 27 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელეს, თუმცა წმინდა სინოდმა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავა, სანამ მსოფლიო პატრიარქის დადგენილება გამოქვეყნდებოდა.
თაგები:
უკრაინა

სალივანი – უკრაინის კონტრშეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ნიშნავს, რომ უკრაინა აპირებს ბრძოლას თავისი ტერიტორიებისთვის

ბექა დავითულიანი უკრაინის ელჩის გაწვევაზე – მჯერა, უკრაინა მიაღწევს წარმატებას და უკეთესი დრო დადგება იმისთვის, რომ ამ უსამართლო ნაბიჯებზე ვისაუბროთ

ბაიდენი – ომი დასრულდება იმით, რომ უკრაინა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყნად დარჩება