Wall Street Journal – მოლაპარაკებებში ჩართულ აბრამოვიჩს და უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ


ავტორი
Front News საქართველო
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, რუს ბიზნესმენს რომან აბრამოვიჩს და მასთან შეხვედრაზე მყოფ უკრაინის დელეგაციის წევრებს მოწამვლის სიმპტომები ჰქონდათ.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, საუბარია შეხვედრაზე, რომელიც აბრამოვიჩსა და უკრაინის დელეგაციას შორის 3 მარტს კიევში გაიმართა.
წყაროს თქმით, შეხვედრის შემდეგ აბრამოვიჩს და დელეგაციის სულ მცირე ორ წევრს ერთნაირი სიმპტომები გაუჩნდათ, მათ შორის თვალების სიწითლე, კანის აქერცლვა სახესა და ხელებზე და მტკივნეული ცრემლდენა.
Wall Street Journal-ის წყაროს თქმით, ამ დროისთვის რუსი ბიზნესმენის და უკრაინის დელეგაციის წევრების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოცემა რამდენიმე წყაროზე დაყრნობით წერს, რომ მომხდარში სავარაუდოდ, კრემლის წარმომადგენლები ფიგურირებენ, რომლებიც მოლაპარაკების გზით შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს