Logo

Wizz Air ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს

Frontnews image description

Wizz Air ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"Wizz Air, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყებს, რომელიც ფრენებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები