Logo

Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს განაახლებს

Frontnews image description

აპრილიდან Wizz Air ქუთაისიდან ათენის, ვარშავის, ვილნიუსისა და ლარნაკის მიმართულებით ფრენებს აღადგენს, მაისიდან კი სხვა ქალაქებიც დაემატება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი (Wizz Air), ვარშავა (Wizz Air), ვილნიუსი (Wizz Air) და ლარნაკა (Wizz Air).

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Wizz Air-ს ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი), თუმცა ფაქტობრივად, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები