
ავტორი
Front News საქართველო
15 დეკემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია „Wizz Air“-ის მიერ აბუ-დაბის მიმართულებით ახალი ფრენები იწყება.
“არაბთა გაერთიანებული საამირო საქართველოსთვის სტრატეგიული და ტურისტული თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტიული პარტნიორია.
ამიტომ, ტურისტების მოზიდვის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების მიერ აბუდაბიში გაიმართა ღონისძიება, რომელსაც ქუთაისიდან თვითმმართველობისა და DMO იმერეთის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ელჩმა აბუ-დაბიში პაატა კალანდაძემ გახსნა, ადგილობრივი ტურისტული კომპანიებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისათვის იმერეთისა და ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს ვიცე-მერმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ადმინისტრაციისა და აეროპორტების გაერთიანების წარმომადგენლებმა“, – აღნიშნულია ქუთაისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს