WSJ – საუდის არაბეთი უკრაინასთან დაკავშირებით რუსეთის გარეშე სამშვიდობო მოლაპარაკებებს გეგმავს


ავტორი
Front News საქართველო
საუდის არაბეთი უკრაინის ომთან დაკავშირებით მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, რომელშიც რუსეთი მონაწილეობას არ მიიღებს, – წერს The Wall Street.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებები გაიმართება დასავლეთის ქვეყნებს, უკრაინასა და მთავარ განვითარებად ქვეყნებს შორის, ინდოეთისა და ბრაზილიის ჩათვლით.
განხილვებში მონაწილე დიპლომატებმა გამოცემას განუცხადეს, რომ უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები 5 და 6 აგვისტოს ქალაქ ჯიდაში გაიმართება, სადაც 30 ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ჩავლენ.
“ეს ხდება კრემლს და უკრაინის დასავლელ მხარდამჭერებს შორის მზარდი ბრძოლის ფონზე დიდი განვითარებადი ქვეყნების მხარდასაჭერად, რომელთაგან ბევრი ნეიტრალურია უკრაინის ომის მიმართ”, – წერს გამოცემა.
მისივე ინფორმაციით, უკრაინა და დასავლელი ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს ძალისხმევის კულმინაცია იქნება სამშვიდობო სამიტი მიმდინარე წლის ბოლოს.
მოსალოდნელია, რომ სამიტზე ხელი მოეწერება უკრაინაში ომის დასრულების ზოგადი პრინციპების დოკუმენტს, რომელიც შემდეგ რუსეთთან მომავალი სამშვიდობო მოლაპარაკებების სტარტი იქნება.
თაგები:
უკრაინა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს