Yandex Go საქველმოქმედო კამპანია "სიკეთის კვირეული" დაიწყო

ავტორი
Front News საქართველო
24 ნოემბრიდან Yandex Go საქველმოქმედო კამპანია „სიკეთის კვირეული“ დაიწყო . აქცია 30 ნოემბრამდე გაგრძელდება და ამ პერიოდის განმავლობაში, ტაქსის, საკვების და მიწოდების სერვისებიდან მიღებული სარგებელი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. შეგროვებული თანხა გადაერიცხებათ ბავშვთა ჰოსპისს და ასევე ოჯახებს, სადაც განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები იზრდებიან.
აქცია ეძღვნება ქველმოქმედების საერთაშორისო დღეს — „გულუხვი სამშაბათი“, რომლის მიზანიც, ყოველდღიური სერვისების გამოყენებით საზოგადოების ჩართვაა კეთილ საქმეში .
კამპანიის ფარგლებში,
Ø ტაქსის მძღოლებისა და კურიერების მიერ გავლილ ყოველ 10 კილომეტრზე Yandex Go გადარიცხავს 5 თეთრს;
Ø საკვების სერვისში ყოველი 10 ლარიანი შეკვეთიდან — 50 თეთრი გადაერიცხება პარტნიორ ფონდს;
Ø მომხმარებლისთვის მგზავრობისა და მიწოდების ღირებულება უცვლელი რჩება;
საქველმოქმედო კამპანია "სიკეთის კვირეულის “ შედეგები 2 დეკემბერს შეჯამდება.
აღსანიშნავია, რომ Yandex Go-ს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2024 წლის თებერვლიდან, საქართველოში მოქმედებს საქველმოქმედო მგზავრობების და მიწოდებების სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში უკვე განხორციელდა დაახლოებით 10 000 მგზავრობა.
Yandex Go მუდმივად ზრუნავს სერვისის ხელმისაწვდომობაზე.
2023 წლის ნოემბერში ტაქსის სერვისს დაემატა სპეციალური შესაძლებლობების პარამეტრები, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს წინასწარ მიუთითონ მგზავრობისთვის მნიშვნელოვანი პირობები.
მძღოლები წინასწარ იღებენ ინფორმაციას მგზავრის საჭიროებების შესახებ;
აღნიშნული პარამეტრების მონიშვნა ტარიფს არ ცვლის;
ამ ფუნქციის ამოქმედების შემდეგ, 5 700-ზე მეტმა უნიკალურმა მომხმარებელმა 70 000-ზე მეტი მგზავრობა შეასრულა სპეციალური პარამეტრებით.
თაგები:
"სიკეთის კვირეული"
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


