Logo

ზაალ ანჯაფარიძე – აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით

პოლიტიკა
503
Frontnews image description

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც საუბარია დესტრუქციული ქმედებების ორგანიზატორთა მცდელობაზე, მიმდინარე კვირას, ვითარების მაქსიმალურად გამწვავების მიზნით 2-3 ადამიანი დაიღუპოს.

მისი თქმით, ამ პროცესებს ადგილობრივი აქტორები უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების კოორდინაციით ახორციელებენ, რასაც ქართული საზოგადოებაც კარგად ხვდება.

“მიღებული ინფორმაციით, აღნიშნული დესტრუქციული და დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორები გეგმავენ, 2024 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების პროცესი არ შედგეს და ყველა გზით ხელი შეუშალონ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას, რაც ხელოვნურად გამოიწვევს სახელისუფლებო კრიზისს. ამ მიზნით, დანაშაულის ორგანიზატორთა მიერ განიხილება, განსაკუთრებით მიმდინარე კვირის სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს, აგრეთვე, ნაწილობრივ პარასკევს სიტუაციის მაქსიმალურად დაძაბვა, რასაც უნდა მოჰყვეს 2-3 ადამიანის მსხვერპლი.

აღნიშნული პროცესების განხორციელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი აქტორები, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების კოორდინაციით.

P.S. გასაგები მიზეზების გამო, რომ სუსი ვერ დაასახელებს იმ უცხო ქვეყნებს. თუმცა, ჩვენი საზოგადოება ხომ ხვდება ვინ და საიდან არიან”, –  წერს ანჯაფარიძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები