ზაალ ანჯაფარიძე – ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც


ავტორი
Front News საქართველო
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არჩევნებზე თუ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რისი მაღალი შანსიც აქვს და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება “ნაცმოძრაობის” როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ, პოლიტიკურ ველზე, “ნაცმოძრაობის” და მისი განაყოფების ადგილი გამოთავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის.
“2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს იმიტომ კი არა აქვს კრიტიკული მნიშვნელობა, რომ თითქოს მისი მეშვეობით საქართველოს გეოპოლიტიკური ორიენტაცია უნდა გაირკვეს, არამედ იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე გაირკვევა თუ როგორ დალაგდება ქვეყნის შიდაპოლიტიკური კონფიგურაცია უახლოესი 10 წლის მანძილზე მაინც.
თუ “ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა, რისი სერიოზული შანსებიც აქვს, და შესრულდა 29 აპრილს გაცემული დაპირება “ნაცმოძრაობის” როგორც დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალის გასამართლების შესახებ, პოლიტიკური რუკიდან თანდათანობით გაქრებიან, როგორც თავად ნაცმოძი, ისევე მისი განაყოფები, რომლებზედაც აუცილებლად გადავა პასუხისმგებლობა.
შესაბამისად, პოლიტიკური ველის საკმაოდ მნიშვნელოვანი სეგმენტი თავისუფლდება ახალი ფორმაციის პოლიტიკური ძალებისთვის და ლიდერებისთვის. ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა კი ამ ველზე დატოვებს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც იქნებიან პრაგმატულად პროდასავლურები, ყოველგვარი სერვილიზმის გარეშე, რომელიც დღეს ვირუსივით მოედო ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილს და ამას ყველა ხედავს”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:


ზაალ ანჯაფარიძე – “ქართული ოცნების“ თავგადაკლული ოპონენტებიც კი ვერ იტყვიან, რომ ამ ხნის მანძილზე საქართველო რამენაირად დაბრუნდა რუსეთის პოლიტიკური თუ ეკონომიკური გავლენის სფეროში

ნინო ლომჯარია – ნოდარ დუმბაძის ერთი წიგნი მაინც თუ გაქვს წაკითხული, როგორ უნდა დაუჭირო მხარი შენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილის აგენტებად შერაცხვას?

გიორგი გახარია – 4 კვირის განმავლობაში თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებას, გავჩუმდეთ მაინც