ზაალ ანჯაფარიძე - ამის მერე, დღევანდელი ციხეების შემხედველი ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ილაპარაკოს

ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრების ხონის ყოფილ N13 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვიზიტს, სოციალურ ქსელში ეხმიანება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის მიმდევრები ამასაც გაამართლებენ და იტყვიან, რომ მაშინ ასე იყო საჭირო.
ანჯაფარიძის თქმით, ამ კადრების ნახვის და დღევანდელი ციხეების შედარების შემდეგ, ვის უნდა მოუბრუნდეს ენა, რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ისაუბროს.
"აქ უკვე კომენტარებიც კი რთულია, "სააკაშისტები" რა თქმა უნდა ამასაც გაამართლებენ. იტყვიან ასე იყო მაშინ საჭიროო. ეს ხომ ყველა დიქტატორის და ავტოკრატის მთავარი არგუმენტია. ამის მერე, დღევანდელი ციხეების შემხედველი ვის უნდა მოუბრუნდეს ენა რომ ქვეყანაში დიქტატურაზე ილაპარაკოს. ვინც ლაპარაკობს, იმას ციხის საკანში ტელევიზორი უდგას და საკაბელო არხების ყურებით ერთობა და ლოგინზე ხელბორკილით მიჯაჭვულს არ სძინავს", - წერს ანალიტიკოსი სოციალურ ქსელში.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




