
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, ყალბი ორგანიზაციების მეშვეობით ხდება უცხოური ფულის ინვესტირება ქართულ პოლიტიკაში, ამ საკითხით კი, აუდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
ანჯაფარიძის თქმით, ბოლო დროს შექმნილი პარტიების მაგალითებით აშკარაა, რომ ეს პროცესი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს.
“ეს პროცესი უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც კი შეამჩნევს, განსაკუთრებით ბოლო დროს შექმნილ პარტიების მაგალითზე. მათი უმეტესობა ნაცმოძრაობის მიერ დაყრილი შვილი-პარტიებია.თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ რომ აუდიტის მიერ პარტიებში გარედან ჩადებული ფულის გამოვლენის შემთხვევაში ხმაური ატყდეს და ის ნაცნობი სცენარით “რუსულ გეგმად” მოინათლოს გამომდინარე შედეგებით.
ამის მიუხედავად, მომხრე ვარ რომ ამ საკითხს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. იმედია ხვდებით რატომაც.
გარედან დაფინანსებაში მხილებული პარტია ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გააგრძელებს მუშაობას“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს