
ავტორი
Front News საქართველო
აი, ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული, – ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე საფრანგეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას ღირსების ეროვნული ორდენით დააჯილდოებას.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, “ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ის ელჩმა ქართველი ერის “ჩემპიონად” მონათლა”.
“აი, ასე ხდება ხელოვნური ლიდერების გამოძერწვა და მერე მათი თავს მოხვევა ჩვენნაირი საზოგადოებისთვის, რომელსაც ორიენტირები აქვს არეული. ადრე სახდეპარტამენტმა დააჯილდოვა ლომჯარია, იმაზე უფრო ადრე აშშ-ს ელჩმა ქართველი ერის “ჩემპიონად” მონათლა.
ეს ხრიკი მეტნაკლებად მუშაობდა 10-15 წლის წინათ. ეხლა კი მგონია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ რაღაც რაღაცეები ისწავლა, გაიაზრა და მსგავს ბრჭყვიალა სატყუარებს აღარ გადაყლაპავს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს