ზაალ ანჯაფარიძე – აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული ელჩი


ავტორი
Front News საქართველო
მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვებას.
მისი განცხადებით, ელჩი ვალდებულია, გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა რაც არ უნდა მოხდეს.
“მავანი შეიძლება არ დამეთანხმოს, მაგრამ ასეთ საპასუხისმგებლო და ჩვენთვის მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აშშ-ში ხელისუფლების გადაბარება მიმდინარეობს, იქ ჩვენი ელჩის გადადგომა, სრულიად გამაოგნებელი და გაუმართლებელი (ზეწოლას ვერ გაუძლოო) მოტივით, არის მისი მხრიდან არათუ უპასუხისმგებლო, არამედ ჩემი აზრით ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. ელჩი იმიტომ არის ელჩი, რომ ის ვალდებულია გაუძლოს სტრესულ სიტუაციებს და განაგრძოს მუშაობა, რაც არ უნდა მოხდეს.
ოპოზიცია უკვე ეძებს კონტაქტებს ტრამპის გარემოცვასთან. ამიტომ, აშშ-ში სასწრაფოდ უნდა დაინიშნოს ახალი და რომ იტყვიან ყოველმხრივ შემოწმებული (მათ შორის სტრეს ტესტზე) ელჩი. თუ რატომ, ვფიქრობ ბევრ ახსნას არ საჭიროებს” – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:


ზაალ ანჯაფარიძე – მაქვს განცდა, რომ კარზე ისევ 2012 წელია და ხალხმა, ისევ უნდა გააკეთოს ისტორიული არჩევანი

ზაალ ანჯაფარიძე – იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრების მიერ, დღეს გახმაურებული ინფორმაცია საინტერესოა საზოგადოებისათვის ისევე, როგორც ის, რომ აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს სპეციალური ოთახი აქვს გამოყოფილი საქალაქო სასამართლოს შენობაში

ირაკლი კობახიძე – ეს აღქმები საზოგადოებაში აუცილებლად უნდა შეიცვალოს და დიდი იმედი მაქვს, ახალი ელჩი ამ ყველაფერს ხელს შეუწყობს