
ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმით, „თუ რამე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, ეს რუსეთი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი „ქართული ოცნების“ მთავრობაა“.
მისი აზრით, დავით არახამია თავისი განცხადებით ადასტურებს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი, ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას.
“დავით არახამია-ბრაუნის სიტყვები, რომ თითქოს რუსული გავლენის ქვეშ მყოფი “ქართული ოცნების” მმართველობის პირობებში, საქართველოს ევროინტეგრაცია არ უწერია, ადასტურებს ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს, რომ 2022 წელს უკრაინა იყო ერთ-ერთი ვინც საბოტაჟს უწევდა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მინიჭებას“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს