
ავტორი
Front News საქართველო
ერთ-ერთი თემა, რაც ჩემი ვარაუდით, შეიძლებოდა, ამ 3-საათიან შეხვედრაზე განხილულიყო, თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვაა, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის “ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუს შესახებ.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა.
“ინტერვიუს ჟურნალისტურ სტანდარტს დეტალურად არ შევეხები, საზოგადოებამ თავად განსაჯოს, ერთს კი ვიტყვი, როდესაც კითხვაში არის ჩადებული შეფასებითი და სუბიექტივისტური მსჯელობა, მაგ. „…ფიქრობთ, რომ ამ ჯგუფის არაკონსტრუქციული განცხადებების უკან…“, იქ ჟურნალისტიკა დამთავრებულია. ინტერვიუდან კი ბევრი ვერაფერი საინტერესო ვერ გავიგეთ, ზოგადი ფრაზების გარდა. უფრო მეტიც, ამ ინტერვიუს შემდეგ პასუხგაუცემელი კითხვების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა. ერთ-ერთი თემა, რაც ჩემი ვარაუდით, შეიძლებოდა, ამ 3-საათიან(!) შეხვედრაზე განხილულიყო, თავად ელჩ დეგნანის საქმიანობის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური აურის განმუხტვაა. როგორც ჩანს, მისი ეს წუხილი შეისმინეს და ივანიშვილის განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობების არდაზიანების აუცილებლობა. ივანიშვილისთვის კი პირადი მოსაზრებებისა და პოზიციის გამოთქმის უფლება არავის წაურთმევია!“, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს