
ავტორი
Front News საქართველო
„ასეთია მათი სახე ანფასსა და პროფილშიც და თავიანთი ბინძური შიგთავსი რომ დამალონ, საუკეთესო საშუალებაა სხვებზე თავდასხმაა და პრორუსულობაში სხვების დადანაშაულებაა“- ასე გამოეხმაურა ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე 2021 წლის ელენე ხოშტარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც მოსკოვში ქართველი ხელოვანების ვიზიტი დაგმო და განაცხადა, რომ ასეთ ადამიანებს ოკუპაცია არ ადარდებთ.
„მხოლოდ ბოლო სამი-ოთხი თვის განმავლობაში ელენე ხოშტარიას ოჯახის წევრის სახელზე რამდენიმე მილიონი რუსული რუბლი და ათიათასობით დოლარია ჩარიცხული, საერთო ჯამში დაახლოებით 140-დან 150 ათას დოლარამდე, საიდანაც ნაწილი ჩარიცხულია მოსკოვის დიდი თეატრის, ნაწილი კი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტის ანგარიშიდან.
ეს 2021 წლის ივნისში ხდება, ამ დროს ხოშტარია და მისი ჯალაბობა ალბათ დიდი კმაყოფილების განცდით ღებულობს ოკუპანტი ქვეყნიდან მილიონებს.
მოკლედ, აი ასეთია მათი სახე ანფასსა და პროფილშიც და თავიანთი ბინძური შიგთავსი რომ დამალონ, საუკეთესო საშუალებაა სხვებზე თავდასხმაა და პრორუსულობაში სხვების დადანაშაულებაა“ – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს