
ავტორი
Front News საქართველო
“მთავარმა არხმა“ ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში, დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო… სინამდვილეში, ეს კაცი არის ნაცების მიერ დაქირავებული PR კონეულტანტი, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე წერს.
მისი თქმით, ასე ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა.
“დეზინფორმაციის ნაკადი არ წყდება. მთავარმა არხმა ესტონეთის პარლამენტის წევრის, დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელის, ერიკ ნილს კროსის მიერ დაწერილი სტატია მთელი დღე ატრიალა ეთერში, დაშალა მარტივ მამრავლებად და წარმოაჩინა, თითქოს ამ სტატიის ავტორი მთელი დასავლეთი იყო…
სინამდვილეში, ეს კაცი არის ნაცების მიერ დაქირავებული PR კონეულტანტი, აგვისტოს ომის დროს და შემდგომ პერიოდში, დიდი ანაზღაურების სანაცვლოდ საერთაშორისო კომუნიკაციაში ინტენსიურად ეხმარებოდა “ნაციონალურ მოძრაობას”. ფლობს უსაფრთხოების კომპანიას TRUSTCORP Ltd.
ასე ცდილობენ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ და დააჯერონ, რომ ერთი, ფულგადახდილი კაცის სტატია თითქოს დასავლეთის პოზიციაა…
პრინციპში, უკვე მრავალნაცადი და მრავალფიასკო განცდილი ხრიკია“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს