
ავტორი
Front News საქართველო
ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მდინარაძე განმარტავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, საარჩევნო უბნების გადათვლის შედეგად, საერთო ჯამში ცვლილებამ პროცენტების მეათასედები შეადგინა, რაც გამორიცხავს რაიმე ცვლილებას საარჩევნო შედეგებზე.
“ერთ-ერთი პოზიტიური ცვლილება, რაც საარჩევნო კოდექსში შევიდა, ეს ბიულეტენების გადათვლაა, რადგანაც ამით საფუძველი ეცლება ბევრ სპეკულაციას “ტოტალურ გაყალბებაზე” და ა.შ. რა თქმა უნდა, ქრონიკული სენით დაავადებულთ ეს ვერ უშველის, მაგრამ ვინც უნდა დაინახოს, ის ხომ დაინახავს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს