
ავტორი
Front News საქართველო
ეს არის როგორც მინიმუმ შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, „ძალიან კომპლექსური ვითარებაა, რისი მიზეზიც დღეს პატრიარქის სისუსტეა. დარწმუნებული ვარ ქართული ეკლესია მოახერხებს პროქართული და პროევროპული პატრიარქის არჩევას და არა პრორუსის“.
ანჯაფარიძის თქმით, საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პატრიარქის მიმართ პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე.
“როგორც მართლმადიდებელი მრევლი, მიმაჩნია, რომ საპატრიარქომ რეაგირება უნდა მოახდინოს პრეზიდენტად წოდებულის ამ მორიგ მავნებლურ განცხადებაზე. ეს არის როგორც მინიმუმ შიდა საეკლესიო საქმეებში უხეშად ჩარევა და პირდაპირი დარღვევა სახელმწიფოსა და მართლმადიდებელი ეკლესიას შორის დადებული კონკორდატის“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს