ზაალ ანჯაფარიძე - ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის გამოსვლა ბრიფინგზე იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური


ავტორი
Front News საქართველო
ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, ეუთოში, პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე, სურთ მხოლოდ ის ინფორმაცია მიიღონ, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, ამასთან, ორგანიზაციას და მის რეალურ პატრონებს აქვთ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო.
"ახლა ვუსმინე თბილისში ჩამოსულ ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ელინა ვალტონენის გამოსვლას ბრიფინგზე და ის იყო აბსოლუტურად ყალბ ნარატივებზე დაფუძნებული და ტენდენციური.
როგორც ჩანს, ეუთოში სურთ მიიღონ და წაიკითხონ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც მათ თვალსა და ყურს უკეთ ხვდება, რა თქმა უნდა, მათი პოლიტკონიუნქტურიდან გამომდინარე. ვიცით ვინც უგზავნის მათ ასეთ ინფორმაციებს.
ეს იყო მორიგი ფუჭი ვიზიტი და ანგაჟირებული ბრალდებები ჩვენი ქვეყნის და ხელისუფლების მიმართ.
ამ ყველაფრის თავი და თავი არის ეუთოს და მისი რეალური პატრონების მიერ იმის მიუღებლობა, რომ საქართველომ რეალურად სუვერენული პოლიტიკის გატარება დაიწყო", - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა