Logo

ზაალ ანჯაფარიძე – Expatriates-ის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ოპოზიციას ამარაგებს რჩევებით რა იქნება საუკეთესო სტრატეგია ხელისუფლების დასამხობად

პოლიტიკა
1520
Frontnews image description

საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად, –  წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

 

ანჯაფარიძის თქმით, განსაკუთრებით გამწარდნენ იმაზე, რომ ზურაბიშვილ-ოპოზიციის ყბადაღებულ და სრულიად არარეალისტურ თეზისს, თითქოს ეს არჩევნები რეფერენდუმია -“ევროპა თუ რუსეთი,” რომ იტყვიან შუბლში მოხვდა ხალხისთვის უფრო გასაგები და მგრძნობიარე “ომი თუ მშვიდობა”.

 

“ვაკვირდებოდი ამ პროცესს, და როდესაც უკვე ტენდენციის სახე მიიღო, გადავწყვიტე დამეწერა.

 

საქართველოში ჩამოსული და აქ დამკვიდრებული უცხოელების (ე.წ. expatriates) საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა მიზეზების გამო ნეგატიურად განეწყო ქ/ოცნების მიმართ. ბოლო პერიოდში, არათუ კრიტიკას (მეტწილად უსაფუძვლოს) არ იშურებენ, არამედ ოპოზიციას ამარაგებენ რჩევებით და რეკომენდაციებით, თუ რა იქნება საუკეთესო სტრატეგია და ტაქტიკა ამ ხელისუფლების დასამხობად. (იხ. სტატია). 

 

როგორც ჩანს, განსაკუთრებით გამწარდნენ იმაზე, რომ ზურაბიშვილ-ოპოზიციის ყბადაღებულ და სრულიად არარეალისტურ თეზისს, თითქოს ეს არჩევნები რეფერენდუმია -“ევროპა თუ რუსეთი,” რომ იტყვიან შუბლში მოხვდა ხალხისთვის უფრო გასაგები და მგრძნობიარე “ომი თუ მშვიდობა”.

 

და კიდევ, კარგად მახსოვს რომ სააკაშვილის მმართველობის დროს “expat”-ების აბსოლუტური უმრავლესობა ნაზად გაყურსული იჯდა“, – წერს ანჯაფარიძე.

 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები