
ავტორი
Front News საქართველო
“საზოგადოების ერთ ნაწილში, შესაძლოა ხელისუფლების მომხრეებშიც, ალბათ, არსებობდა მოლოდინი, რომ ცნობილი შემადგენლობის მიერ აწეული დამუნათება-მუქარის კამპანიის ფონზე, სასამართლო შეშინდებოდა და გვარამიას არ დააპატიმრებდნენ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე ნიკა გვარამიას დაპატიმრებას.
როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, ყველა მცდელობა, პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ეს ამბავი, თავად, ამის ინიციატორებს დააზარალებს.
“საზოგადოების ერთ ნაწილში, შესაძლოა, ხელისუფლების მომხრეებშიც, ალბათ, არსებობდა მოლოდინი, რომ ცნობილი შემადგენლობის მიერ აწეული დამუნათება-მუქარის კამპანიის ფონზე, სასამართლო შეშინდებოდა და გვარამიას არ დააპატიმრებდნენ. თუმცა, როგორც ვხედავთ, ასე არ მოხდა და გვარამია დღეიდან გახდება პატიმარი ჩადენილი და დამტკიცებული დანაშაულის გამო. ყველა მცდელობა პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანონ ეს ამბავი, თავად ამის ინიციატორებს დააზარალებს”, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს