
ავტორი
Front News საქართველო
“აქციაზე სტოსი უკვე მიყავთ ნაცებს და მათ მომხრეებს. უკვე გაბაზრდა საჯარო სივრცეში მათი გეგმა გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის, რისთვისაც დღეს ან ხვალ გამოიყენებენ იქ მისულ ეგზალტირებულ ახალგაზრდებს”, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და პარლამენტთან მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება.
ანალიტიკოსის თქმით, აპირებენ მასობრივი ჭყლეტის გამოწვევას – რომ გაჩნდეს მეტი დაზარალებული.
“დააკვირდით როგორ მიდის სიტუაცია მეტი რადიკალიზაციისკენ. აქციაზე სტოსი უკვე მიყავთ ნაცებს და მათ მომხრეებს. უკვე გაბაზრდა საჯარო სივრცეში მათი გეგმა გადატრიალების და პარლამენტში შევარდნის, რისთვისაც დღეს ან ხვალ გამოიყენებენ იქ მისულ ეგზალტირებულ ახალგაზრდებს. აპირებენ მასობრივი ჭყლეტის გამოწვევას – რომ გაჩნდეს მეტი დაზარალებული.
ის, რომ ძალადობრივი სცენარი ჩაფიქრებულია, მიუთითებს უკრაინიდან დაბრუნებული ნაცმოძრაობის მომხრე მოხალისეების გამოჩენა მიტინგზე და მათი პირდაპირი მოწოდებები ხელისუფლების დამხობისკენ”, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს