Logo

ზაალ ანჯაფარიძე – “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს

პოლიტიკა
455
Frontnews image description

ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს თავდაცვის ყოფლი  მინისტრის  დავით კეზერაშვილის შესახებ BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო რეპორტაჟს.

 

როგორც ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, მათ, ვისაც კეზერაშვილი აფინანსებს, უხერხულობა უნდა შეექმნათ მას შემდეგ, რაც BBC-მ თაღლითური ქსელის უკან მდგარი ბიზნესმენები გამოავლინა, რომელთა შორის, ერთ-ერთი სწორედ დავით კეზერაშვილია. 

 

“ეს რა აჯახა BBC-მ ამ “კრისტალურად ბინძურ” ადამიანს, ყველას და ყველაფრის დაფინანსება რომ უნდა საქართველოში თავის ბინძური ფულით. კეზერვიზიებისთვის და კეზერპარტიებისთვის ოდნავ უხერხული მაინც უნდა იყოს “კეზერასგან” ფულის მიღება. თუმცა, მიჰყვებიან რა ვანოსა მცნებასა – ფულს სუნი არ უდის. თან “კეზერას” ფული ევროინტეგრაციას ემსახურება, ევროპარლამენტი კი კეზერაშვილს უბიწო მედია მფლობელად მიიჩნევს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები