ზაალ ანჯაფარიძე - ხელისუფლების პოლიტიკის მიუღებლობა გახდა უცხოური სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მოტივი?

ავტორი
Front News საქართველო
წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, თუ გიორგი უძილაური ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, საინტერესოა, რატომ არ დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად.
"წავიკითხე შპიონაჟში ბრალდებული გიორგი უძილაურის წერილი, საიდანაც იკითხება მისი განზრახვა, რომ პოლიტიკური ელფერი მისცეს მის დაკავებას და პოლიტიკურ პატიმრად მოუვლინოს თავი ადგილობრივ თუ გარე საზოგადოებას.
ეს არაერთხელ ნაცადი მეთოდია, თუმცა პირველი კითხვა რაც ჩნდება, თუ ხელისუფლების პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდა, რატომ არ დატოვა თანამდებობა პროტესტის ნიშნად? ეს უფრო გასაგებს გახდიდა მის პროტესტს. მეორე, ხელისუფლების პოლიტიკის მიუღებლობა გახდა უცხოური სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის მოტივი?“ - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




