ზაალ ანჯაფარიძე – კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპწარმომადგენლობის დონე დააქვეითოს


ავტორი
Front News საქართველო
ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს. ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მე მას ვერ გავუგებ! – ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე უკრაინის მიერ ბიძინა ივანიშვილს და მასთან დაკავშირებული 19 პირის დასანქცირებას.
მისივე თქმით, ზელენსკიმ და ენტონი ბლინკენმა ნახეს, რომ მათ აქაურ აგენტურას და რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდა და მორიგ ჯერზე ხელი შეაშველეს, ისევე როგორც ადრე ევროპარლამენტმა.
“რა დონეზე დახურდავდნენ უკრაინის არალეგიტიმური “პრეზიდენტი” ზელენსკი და უკრაინული ფესვების მქონე აშშ-ის წარმავალი სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ხო ხედავთ! ნახეს რომ მათ აქაურ აგენტურას და რადიკალურ ოპოზიციას გაუჭირდა და მორიგ ჯერზე ხელი შეაშველეს, ისევე როგორც ადრე ევროპარლამენტმა.
რუსულად ამას ერთი კარგი სახელი აქვს “обмельчали,” ხოლო ინგლისურად კი “dwindle”.
ახლა კი სერიოზულად, ოფიციალურმა კიევმა საქართველოს ხელისუფლებას სხვა არჩევანი არ დაუტოვა გარდა იმისა, რომ ან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტოს უკრაინასთან, ან იქ ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობის დონე დააქვეითოს. ეს სახელმწიფოს ღირსების საკითხია, და თუ ხელისუფლება ამას არ გააკეთებს, მე მას ვერ გავუგებ!“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

ირაკლი ალასანია – ნათელია, რომ სხვა არჩევანი არ გვაქვს, ჩვენ უნდა შევთანხმდეთ

ზაალ ანჯაფარიძე – გროვდება იმის ნიშნები, რომ ევროკავშირი არ აპირებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, ვიდრე აქ მისთვის სასურველ ხელისუფლებას არ ნახავს

ვახტანგ ძაბირაძე – აუცილებელია, რომ უკრაინის უსაფრთხოებასთან ერთად, ჩვენი უსაფრთხოების საკითხიც აქტუალური იყოს