ზაალ ანჯაფარიძე – კონფლიქტი დაიწყო გახარიამ, რა მნიშვნელობა აქვს ჭიქა ესროლა თუ სხვა რამე, რაც ჩანს ვიდეოზე, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი

ავტორი
Front News საქართველო
არ დავიწყებ ეხლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით “ძალადობა დასაგმობია, ცუდია” და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით. კონფლიქტი დაიწყო გახარიამ – რა მნიშვნელობა აქვს ჭიქა ესროლა თუ სხვა რამე, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, ვიდეოში ჩანს ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს და იგი მოითხოვს, რომ მოხდეს გიორგი გახარიას გამოკითხვა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
“არ დავიწყებ ეხლა მორიგე და ვარცხნილი ფრაზებით “ძალადობა დასაგმობია, ცუდია” და ა.შ. ჟონგლიორობას, როგორც ბევრი აკეთებს შესავლის სახით. კონფლიქტი დაიწყო გახარიამ – რა მნიშვნელობა აქვს ჭიქა ესროლა თუ სხვა რამე. რაც ჩანს ვიდეოზე, არის ჩვეულებრივი კაცური ჩხუბი, რაც შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ქვეყანაში მსგავსი სიტუაციის დროს.
გამოკითხონ გახარია, და გაირკვევა რატომ და როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. დარწმუნებული ვარ გამოჰკითხავენ სხვებსაც”, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:





