ზაალ ანჯაფარიძე - მეოთხე დღე გავიდა, რაც ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია, ევროპული მედია დუმს

ავტორი
Front News საქართველო
მეოთხე დღე გავიდა, რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია. ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპული მედია დუმს, რაც არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება.
"მეოთხე დღე გავიდა - რაც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპის შუაგულში რამდენიმე ათეული ადამიანის პროტესტი პოლიციამ უსასტიკესად დაარბია.
ადამიანებს ჯერ ხელკეტებით გაუსწორდნენ, ხოლო შემდეგ ძაღლებს დააგლეჯინეს. მეოთხე დღეა ვაკვირდები ევროპულ მედიას და ევროპელ პოლიტიკოსებს - არც ერთ მათგანს ხმა არ ამოუღია ამ გაუგონარ სისასტიკეზე.
რეალურად სწორედ ეს არის ევროპისა და ევროპული ღირებულებების დეგრადაცია, განულება და ძალადობის დაკანონება. ეს არის სრული კატასტროფა - როდესაც მსგავსი რამ ნორმად იქცევა, ხოლო ადამიანის უფლებათა დამცველები და მედია დუმს, ეს დუმილი კი ყველაზე დიდი განაცხადია - რომ მსგავსი გაუგონარი მეთოდებით ადამიანთა დარბევა ნორმაა!“ - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




