
ავტორი
Front News საქართველო
მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდაველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, საქართველოში მოლდოვის სცენარი, დიდი მცდელობის მიუხედავად, ვერ აამუშავეს, თუმცა, მაინც შეეცდებიან მოლდოვის მსგავსად, აქაც გაამარჯვებინონ აგენტურას. აქედან გამომდინარე, ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მიტინგებზე ფსონი დიდი იქნება.
“მოლდოვაში სანდუს გამარჯვება იყო სრულიად პროგნოზირებადი შედეგი. დასავლეთი სანდუს არ დათმობდა. დაფიქსირდა საინტერესო ფენომენი – ევროპაში მცხოვრები მოლდაველი ემიგრანტები გახდნენ ეფექტური პოლიტიკური ინსტრუმენტი – ფაქტობრივად ქვეყნის არჩევნების შედეგის განმკარგველები. ვინმე დააკვირდა მათი ხმების მიცემას?
საქართველოში ეს სქემა, დიდი მცდელობების მიუხედავად, ვერ აამუშავეს. თუმცა, მოლდოვაში მიღწეულით გულმოცემულები შეეცდებიან საქართველოშიც მიაღწიონ აქ თავიანთი აგენტურის გამარჯვებას. შესაბამისად, ოპოზიციის მიტინგებზე დიდი ფსონი იქნება დადებული ყველანაირ განზომილებაში – ფინანსურიდან დაწყებული პოლიტიკურით დამთავრებული. ამას ყველაფერს ვნახავთ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს