
ავტორი
Front News საქართველო
“ნიკანორ მელიას გადაწყვეტილება პარლამენტის მანდატის მარტოსულად დატოვებაზე, რომელიც ზოგიერთმა მისიანმა უკვე შეაფასა როგორც “ნახევარქათამა,” სინამდვილეში აჩვენებს რომ მისი გავლენები გუნდში და პარტიაში სუსტდება.“ – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.
მისი თქმით, როდესაც პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე ტოვებს მანდატს, წესით მას ფრაქციაც უნდა მიყოლოდა.
„სინამდვილეში კი სურათი უფრო მძიმეა. “ნაცებში” დიდი დუღილი და გაწევ-გამოწევაა (როგორც ინსაიდერები ამბობენ) შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის მომხრეებსა და მოწინააღმდეგებს შორის. ანტი-მიშელისტებს კი ნიკანორ მელია, მეთაურობს. ისიც გასაგებია რატომაც არ სურს ხელმოწერა, რადგანაც ამნისტიის შედეგად, ისტორიაში კრიმინალად შედის.
ნიკანორის ეს ვითომ “განწირული” ნაბიჯი “ვერ დამიჭერთ” და “არ გადავიხდი”-ს ნაცნობი სერიალიდან არის და ამით უნდა აპრიორი წაგებული არჩევნების წინ რაღაც მაინც მოხიკოს“ – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს