Logo

ზაალ ანჯაფარიძე - ნუ გაუკვირდებათ და ეწყინებათ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის

პოლიტიკა
33
Frontnews image description

გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს "მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა,  და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა. უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა, - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, არ უნდა უკვირდეთ აქაურ  ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის.

"გერმანიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო მამაკაცი, რომელმაც ანალენა ბერბოკს „მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი“ უწოდა,  და მას 9 600 ევროს გადახდა დააკისრა.

უფრო ადრე, ჰანოვერის სასამართლომ 600 ევროს ჯარიმა დააკისრა ქალს, რომელმაც ინსტაგრამში მინისტრ ანალენა ბერბოკს შეურაცხყოფა მიაყენა. 

ასე რომ, ნუ გაუკვირდებათ და ეწყინებათ აქაურ ფსევდო-ევროპელებს, თუკი მათაც იგივე ელოდებათ მსგავსი საქციელისთვის. ისე, როგორ არის მათი საქმე, ეხლა რომ შფოთავენ, კანონმა რომ კუდზე ფეხი დააჭირათ? ევროპაში შეიძლება და საქართველოში არ შეიძლება?“ - წერს ანჯაფარიძე.

Advertisement