
ავტორი
Front News საქართველო
არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებას – “ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს, ოცნება დამანგრევლად დამარცხდებოდა“.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, შეუძლებელია სერიოზულად მივიღოთ, 100% მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა.
“არ მიყვარს ჟარგონები, მაგრამ შექმნილ სიტუაციას უხდება. მართლა „ფინთი გოიმივით“ ავარდა ოპოზიცია IRI-ს მიერ სამოწყალოდ თუ მაშველ რგოლად გადმოგდებულ ე.წ. გამოკითხვაზე. აი მაგალითად, 1%-იანი პოლიტიკანი, რომელსაც თბილისის მერის არჩევნებზე ნიგერიელმა კანდიდატმა ოგბუნჯუმაც კი გაასწრო.
ისე, როგორ შეიძლება სერიოზულად მიიღო არჩევნებამდე წელიწადნახევრით ადრე, თანაც 100% მიკერძოებული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული “გამოკითხვა”, – წერს ანჯაფარიძე facebook – ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს