
ავტორი
Front News საქართველო
ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
იგი ეხმიანება გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ცნობილი ხდება, რომ უწყებამ ცესკოს მიმართვის საფუძველზე არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიება დაიწყო და გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი დაიბარა.
“ყველა ყალბისმქნელს რადიკალური ოპოზიციიდან, სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით, რომელმაც დიდი ხანია დაკარგა პოლიტიკური და მორალური უფლება, იწოდებოდეს პრეზიდენტად, მოუწევთ პასუხისგება მათ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციებზე არჩევნების გაყალბებაზე.
დიდი მხილების დრო მოდის და იმაზე უფრო ადრე დადგება მათი პოლიტიკური, მორალური და შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი, ვიდრე მათ წარმოედგინათ”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს