
ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პარტია „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მოქალაქეებს მოუწოდებს, 26 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობა მოაწყონ, მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი აჩვენონ და ასევე, უთხრან: “არა რუსულ მთავრობას”.
მისი თქმით, ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან.
“რა დონის მავნებელი უნდა იყო, რომ ასეთ იაფფასიან და ბინძურ ხრიკებს მიმართო, პოლიტიკური ქულის დასაწერად (მისი ჭკუით!) ასეთი დღესასწაულის დღეს.
სინამდვილეში ვერანაირ პოლიტიკურ ქულას ვერ დაიწერს ვერც ის და ვერც ისინი ვინც ამ მავნებლობაში აჰყვებიან.
ეს ყველაფერი კი არჩევნებზე დაუბრუნდებათ მძიმე ბუმერანგად“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს