
ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ პრეს-რელიზს ეხმიანება. მისი თქმით ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი შეიძლება ნებისმიერი მდიდარი ადამიანი აღმოცნდეს, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, ‘მიზანში ამოიღეს”.
“ამ ვრცელი ინფორმაციის გაცნობის შედეგად, წარმომიდგენია რა შთაბეჭდილება შეექმნება, თუნდაც ფინანსურ საბანკო სფეროში ჩაუხედავ რიგით ჩვენს მოქალაქეს, არა მხოლოდ ნაქებ შვეიცარულ საბანკო ორგანიზაციაზე, რომელიც რატომღაც მიდის თვითდაზიანებაზე (მიზეზები ცალკე თემაა), არამედ იმ ევროპაზე, საითკენაც მივდივართ. ასეთი უსამართლო მოპყრობის ობიექტი ხომ შეიძლება აღმოჩნდეს ნებისმიერი მდიდარი ადამიანი, თუკი ის პოლიტიკური მოტივებით რომ იტყვიან, ‘მიზანში ამოიღეს,” და რაც მთავარია, შვეიცარიის “თავისუფალი” მედია, რომლის მთავარი ფუნქციაა საზოგადოების ყოვლისმომცველი ინფორმირება, თითქოსდა პირი შეკრა, არ ასრულებს ამ ფუნქციას. ამ ისტორიის წაკითხვის მერე, რთულია არ იფიქრო, რომ ამის უკან პოლიტიკა არ დგას“- წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს