
ავტორი
Front News საქართველო
„როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილი თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია,“- წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე და “ვივა-მედიდან” გავრცელებულ მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმიანება.
“შემჩნეული მაქვს, როგორც კი ქვეყანაში პროტესტის რაღაც ნაპერწკალი გაიელვებს, „მომაკვდავი“ სააკაშვილის მაშვრალი სხეული მაშინვე შეინძრევა, კალიგრაფიაც უსწორდება, „დემენციაც“ გაუვლის და თავს ისევ რევოლუციის ლიდერად წარმოიდგენს. ეს მორიგი უსტარიც ამის დასტურია. რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ლაზღანდარობა? მანამდე სადამდეც ფული ეყოფათ. ფული კი ბევრი აქვთ“, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს