
ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა, ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს, – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
“ორიოდე დღის წინ ვწერდი სააკაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემის შექმნის მცდელობაზე, რაც შედის ენმ-ს და მისი სატელიტი ოპოზიციის ინტერესებში – ზურაბიშვილის მეშვეობით შექმნან დესტაბილიზაცია, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭირონ თევზი. სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა. ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა სალომე ზურაბიშვილი მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია, როგორც ჩანს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მცირე იმედია რჩება, რომ კეთილგონიერება შერჩა და საკუთარ ცხვირს იქითაც იყურება
P.S. მიშას ჰგონია ჯვარს თუ ჩამოიკიდებს გამოსაჩენ ადგილას, ვინმეს მის ქრისტიანობაში და ღვთისმოშიშობაში დაარწმუნებს?“, – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს