ზაალ ანჯაფარიძე - ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია კასეტური ჭურვივით ოდესღაც აფეთქდება


ავტორი
Front News საქართველო
“ევროპარლამენტმა მორიგი "რაკეტა" ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები სხვადასხვა დროს აგვიფეთქდეს. რეზოლუციის ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სამუშაო ვერსია ან თბილისშია დაწერილი "მდიდარი ენჯეოების" ოფისებში, ან რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციაში, და იმ 320 ევროპარლამენტარს წესიერად წაკითხულიც არ ექნებათ, ისე მისცეს ხმა, კოლეგების ხათრით” - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია კასეტური ჭურვივით ოდესღაც აფეთქდება.
“ევროპარლამენტმა მორიგი "რაკეტა" ესროლა საქართველოს მორიგი რეზოლუციის სახით, თან კასეტურ ვარიანტში, რომ გაფანტული ნაღმები სხვადასხვა დროს აგვიფეთქდეს.
რეზოლუციის ტექსტიდან ჩანს, რომ მისი სამუშაო ვერსია ან თბილისშია დაწერილი "მდიდარი ენჯეოების" ოფისებში, ან რომელიმე ლობისტურ ორგანიზაციაში, და იმ 320 ევროპარლამენტარს წესიერად წაკითხულიც არ ექნებათ, ისე მისცეს ხმა, კოლეგების ხათრით. ისინი კი აქ ჰყავთ "შეკერილები". სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნაც მათ ჩააკვეხეს.
ეს რეზოლუცია არის მხოლოდ ნაწილი იმ მასირებული შეტევის, რაც მიდის ხელისუფლებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ მან საქართველო არ გადააქცია რუსეთსა და დასავლეთს შორის პრობლემად, როგორც სააკაშვილი ითხოვდა (ამის დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობს), და რაც ჩვენს ქვეყანას ტერიტორიის 20% დაკარგვად დაუჯდა.
ევროპარლამენტის ეს რეზოლუცია კი კასეტური ჭურვივით ოდესღაც აფეთქდება, აბა ტყუილად ხომ არ დაიხარჯნენ მის გასროლაში!?
მოკლედ, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში ყველაფერი ძველებურად მიდის, ამ ურთიერთობებს ისევ განაგებენ ის ძალები, რომლებსაც ძალიან უნდათ რომ საქართველოში ისტორიის ჩარხი უკან დაატრიალონ”, - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს