ზაალ ანჯაფარიძე - საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება! - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, ოპოზიცია ისე გააგიჟა საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მიწვევამ აშშ-ს პირველი ლედის მიერ, რომ ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ.
"საქართველოს ხელისუფლების ნებისმიერი კონტაქტი დასავლეთთან, ოპოზიციაში იწვევს ნამდვილ ციებ-ცხელებას, რადგანაც ბევრ რესურსს ხარჯავენ რომ ეს არ მოხდეს, არადა მაინც ხდება!
ახლაც აშშ-ს პირველი ლედის მიწვევით საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის (არ მიყვარს ქართულ სინამდვილეში ტერმინის "პირველი ლედის" გამოყენება) აშშ-ში დაგეგმილმა ვიზიტმა, ისე გააგიჟათ, რომ იმდენად ბინძურ ინსინუაციებს ავრცელებენ, უკვე კითხვა მიჩნდება ფსიქიკური პრობლემები ხომ არ აქვთ, ამ ბოღმის ნიადაგზე?!“ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე




