
ავტორი
Front News საქართველო
უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას “რუსულს” უწოდებს – ასე აფასებს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში.
ანჯაფარიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება იმის დასტურია, რომ ზურაბიშვილმა გარე კურატორებისგან მითითება მიიღო.
“უკვე დაუკრეფავში გადასული ეს ბოლომდე გაბანძებული და საკუთარი ამომრჩევლის მიერ ლეგიტიმაცია წართმეული სუბიექტი, უნიჭოდ ცდილობს კელი დეგნანის უბადრუკ იმიტირებას, როდესაც ეროვნული ბანკის კონსტიტუციურ გადაწყვეტილებას “რუსულს” უწოდებს.
მისი ეს განცხადება უნიჭო თავის მართლებაა, 19 სექტემბერს არ ახსოვდა ეს კანონი, როდესაც დაუყოვნებლივ ითხოვდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტას, და ხელმოწერას ჩქარობდა?! თუმცა, “პაზლი” მარტივად იხსნება. გარე კურატორებისგან მითითება მიიღო…” – წერს ანჯაფარიძე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს