
ავტორი
Front News საქართველო
არიან სხვებიც, ვისაც ფინანსურად ხელეწიფებოდათ ამის შეძენა, მაგრამ ფული ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების” PR-სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი გრძელიშვილის განცხადების შესახებ, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილმა მილიონ ფუნტად შეიძინა “კრისტის“ აუქციონზე იოანე – ზოსიმეს ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე და უნიკალური ხელნაწერი საჩუქრად ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
“საქართველოს კიდევ ერთი ისტორიული საგანძური დაუბრუნდა. ბევრი მკითხაობა არც სჭირდებოდა თუ ვინ შეიძენდა მას კრისტის აუქციონზე.
P.S. საქართველოში არიან სხვებიც ვისაც ფინანსურად ხელეწიფებოდათ ამის შეძენა, მაგრამ ფული ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის სჭირდებათ და ამაზე უფრო უხარიათ დახარჯვა“, – წერს ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს