
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, თანამემამულეებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივების ინიციატივა, ქვყანას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან.
“საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურების გამარტივება არის აღებული საერთაშორისო ვალდებულებების ნაწილი და ამიტომაც ყველანაირი სპეკულაციები ამ თემაზე, უკვე გვარიანად მოყირჭებული სულელური ნარატივით, არის ჩვეულებრივი სიბრიყვე.
ისე, ბრიყვი ყოველთვის ნებას არ უნდა მიუშვა. რომ მივუშვით, ვნახეთ რაც დაგვმართეს
P.S. UNHCR მიესალმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც მიზნად ისახავს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის ბინადრობის ცენზის 5 წლამდე შემცირებას.
ეს ერთ-ერთია 2019 წელს საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებათაგან, რაც საქართველოს პრაქტიკას კიდევ უფრო დააახლოვებს საერთაშორისო სტანდარტებთან და სრულ შესაბამისობაშია 1954 წლის კონვენციასთან მოქალაქეობის არმქონე პირთა სტატუსის შესახებ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს