Logo

ზაალ ანჯაფარიძე – სწორედ ეს ართმევს შანსს რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ

პოლიტიკა
22.04.2024 / 16:34
Frontnews image description

საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით – სწორედ ეს ართმევს შანსს რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, “ქართული ოცნების” 29 აპრილს გასამართ საერთო-სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.

 

“მიაქციეთ ყურადღება, ხელისუფლების ოფიციალურ პირებს, ცალკეული გამონაკლისები თუ არის ისინი არ ჩაითვლება, არცერთ კომენტარში თუ ფბ-პოსტში არ მიუყენებიათ ღია შეურაცხყოფა უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეებისათვის.

 

საკმარისი იყო ხელისუფლების და მისი პოლიტიკის მხარდამჭერთა აქცია გამოცხადებულიყო, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათთან აფილირებულმა NGO-ებმა წინმსწრებად დაიწყეს აქციის მონაწილეთა შეურაცხყოფა ყველაზე ბინძური მეთოდებით.

 

სწორედ ეს გახლავთ, ის რაც რადიკალურ ოპოზიციას და მათ შიდა თუ გარე მხარდამჭერებს, ართმევს შანსს, რომ ხალხის ნდობა მოიპოვონ. ნდობის გარეშე კი ვერც ხელისუფლებაში მოვლენ. რა გზა რჩებათ? … ვფიქრობ თავადაც ხვდებით კარგად”, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

ირაკლი ღარიბაშვილი – “ნაციონალურ მოძრაობას” და მის შიდა თუ გარე პარტნიორებს ვურჩევდი, შეეგუონ არსებულ მოცემულობას – მშვიდობას, სტაბილურობას და ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას

Frontnews - Similar news image

ლევან ნიკოლეიშვილი – გამოკითხვა, რომ ჩაატარო შეკითხვით გინდათ თუ არა ომი საქართველოში, ყველა გიპასუხებთ, რომ არა! მაგრამ თუ შეკითხვას დააკონკრეტებ, თუ ვის უნდა ომი- მაშინ გიპასუხებენ რუსეთს, რადიკალურ ოპოზიციას და მათ ბელადს

Frontnews - Similar news image

ზაალ ანჯაფარიძე – ვეთანხმები „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ თუ აქციაზე არ მოგროვდა ხალხის შთამბეჭდავი რაოდენობა, რისი რისკიც არსებობს, ცუდად იქნება აღქმული და შესაძლოა, უკუეფექტიც კი გამოიღოს