
ავტორი
Front News საქართველო
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-სა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო არსებული სასჯელების შესახებ, სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, რას ემსახურებოდა ოპოზიციის ლიდერების ციხეში წასვლით “მარიაჟობა” საქართველოში.
მისი განცხადებით, ხელისუფლების ოპონენტებს ეს პოლოტიკური ცირკიც ჩაუვარდათ.
“სხვათა შორის, არანაკლებ მკაცრი სასჯელებია ევროკავშირის ქვეყნებშიც ახლა თავად განსაჯეთ და მიხვდით რას ემსახურებოდა "შიგევროპული" ოპოზიციის ლიდერების კომისიაში არგამოცხადება და ციხეში წასვლით მარიაჟობა. იქ კომფორტულ კამერებში გამოჭიმვა და იქიდან "გულის ამაჩუყებელი" წერილების წერა. სიმართლე ყოველთვის ხდება ცნობილი ადრე თუ გვიან. ასე რომ, ეს პოლიტიკური ცირკიც ჩაუვარდათ”, - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს