
ავტორი
Front News საქართველო
“ძალიან ვცდილობ კორექტული ვიყო სახდეპარტამენტის განცხადებებზე, რომლითაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ჩვენსავით თავისუფალი და პლურალისტული პოლიტიკური სივრცე არ გააჩნია არც უკრაინას, არც მოლდოვას და არც ზოგ სხვას, ასე გულმოდგინედ რომ ეფერებიან”, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის ნედ პრაისის განცხადებას.
როგორც ანჯაფარიძე წერს, თუ დემოკრატია ნიშნავს ამერიკისთვის საქართველოში პრივილეგირებული კასტების არსებობას, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეხო, ასეთი დემოკრატია მისთვის მისაღები არ არის.
“ძალიან ვცდილობ კორექტული ვიყო სახ.დეპარტამენტის განცხადებებზე, რომლითაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობენ მაშინ, როდესაც ჩვენსავით თავისუფალი და პლურალისტული პოლიტიკური სივრცე არ გააჩნია არც უკრაინას, არც მოლდოვას და არც ზოგ სხვას, ასე გულმოდგინედ რომ ეფერებიან.
თუ დემოკრატია მათი გაგებით ნიშნავს ჩვენს ქვეყანაში პრივილეგირებული კასტების არსებობას, რომლებსაც არავითარ შემთხვევაში არანაირად (თუნდაც სიტყვითაც) არ უნდა შეეხო, ასეთი დემოკრატია მე პირადად არ მინდა და მგონია არც ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობას.
თავად აშშ-ში ჰყავთ პრივილეგირებული და ხელშეუხებელი კასტები?! ვიცით, რომ არა ჰყავთ. მაშინ რატომ უნდა გვყავდეს ჩვენ?’’, – წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს