ზაალ ანჯაფარიძე - წარმატებას ვუსურვებ მამუკა მდინარაძეს, ყველა ჩვენგანის თვალწინ გაიარა მისმა, როგორც წარმატებული პოლიტიკოსის კარიერამ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს საქართველო და მისი სახელმწიფო უსაფრთხოება იმდენი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ამ გამოწვევებთან ბრძოლის ავანგარდშია, რომ იტყვიან, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების და პათოსის გარეშე - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივნის მამუკა მდინარაძის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნას.
როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, სუსში, რომელმაც ბოლო წლებში გარკვეული რყევები განიცადა ცნობილი მოვლენების და პერსონების გამო, ეს რყევების პერიოდი დასრულდეს, რისთვისაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა უწყებაში საკადრო საკითხების სწორად გადაწყვეტა და მამუკა მდინარაძე ღირსეულად იტვირთებს ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთს.
“წარმატებას ვუსურვებ სუსის ახალ ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს. ყველა ჩვენგანის თვალწინ გაიარა მისმა როგორც წარმატებული პოლიტიკოსის კარიერამ.
დღეს საქართველო და მისი სახელმწიფო უსაფრთხოება იმდენი შიდა და გარე გამოწვევების წინაშე დგას, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელიც ამ გამოწვევებთან ბრძოლის ავანგარდშია, რომ იტყვიან, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს. ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების და პათოსის გარეშე.
ამიტომაც საჭიროა, რომ სუსში, რომელმაც ბოლო წლებში გარკვეული რყევები განიცადა ცნობილი მოვლენების და პერსონების გამო (ზოგი სასჯელს იხდის), ეს რყევების პერიოდი დასრულდეს. ამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ არა უმნიშვნელოვანესი, წინაპირობაა უწყებაში საკადრო საკითხების სწორად გადაწყვეტა. "კადრები წყვეტენ ყველაფერს" - დროით გამოცდილი ფორმულაა!
იმედია, მამუკა მდინარაძე ღირსეულად იტვირთებს ამ მძიმე და საპასუხისმგებლო ტვირთს” - წერს ანჯაფარიძე.
თაგები:
ზაალ ანჯაფარიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს